ირანმა აშშ-ს საზღვრის დარღვევის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა

ირანმა აშშ-ს საზღვრის დარღვევის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა

ირანმა აშშ-ს საზღვრის დარღვევის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვაირანმა აშშ-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის დაურეკა. მან მკაცრი პოზიცია დაიჭირა საუბარში, რადგანაც აშშ-ს მეზღვაურები ირანის ტერიტორიულ წყლებში შემოვიდნენ და აშშ-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა” – განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრ ადმირალმა ალი ფადავმა.

თეირანი ამერიკელი მეზღვაურების გაშვებას არ ჩქარობს. “ინფორმაცია, მათი განთავისუფლების შესახებ, მხოლოდდამხოლოდ ჭორია, მე მას არ ვადასტურებ და არც უარვყოფ” – განაცხადა ჯავად შარიფმა.

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ აშშ-ს ორი სამხედრო-საზღვაო გემი ირანმა დააკავა.

banner
წინა სტატიაშითანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?
შემდეგი სტატიაგარდაბანში რიგგარეშე არჩევნების დროს სამხედროებისთვის სპეცუბანი გაიხსნება