“თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?“

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

“თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?“- ამ შეკითხვით, რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართვას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის გავლის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

„ხელმოწერების შესაგროვებლად საინიციატივო ჯგუფს აქვს არაუმეტეს 3 თვისა. ამის შემდეგ ისინი მასალებს ცესკო-ს წარუდგენენ და საარჩევნო კომისიის სპეციალური სტრუქტურული ერთეული კანონმდებლობის თანახმად ამოწმებს შემოსულ მასალებს. ამის შემდეგ, თუკი შემოსული მასალები არის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში, აღნიშნული მასალები, ცესკო-ს დასკვნა და ასევე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაეცემა, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს არაუმეტეს 30 დღისა, გადაწყვეტილების მისაღებად,“ – აცხადებს ანა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიგივი მაჩაიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია
შემდეგი სტატიაამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც დღეს უჭირავს სპიკერის პოზიცია, თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის