ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც დღეს უჭირავს სპიკერის პოზიცია, თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2017 12:44

ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც დღეს უჭირავს სპიკერის  პოზიცია, თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის

ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც დღეს უჭირავს სპიკერის პოზიცია, თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ გააკეთა. რურუამ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უკვე მეორე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, რედისონში მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა.

რურუა ამბობს, რომ კონსტიტუციური პროექტის დღეს არსებული რედაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ტყუილით და „ხელების გრეხვით“ შექმნა.

„თუ იქნება ნება და მიხვდება ხელისუფლება და ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ის არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან. მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობათ. ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც დღეს უჭირავს სპიკერის პოზიცია, თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის. ის არის უვიცი,”- განაცხადა ნიკა რურუამ.

ამ წუთებში, საკოორდინაციო საბჭოს წევრები და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, სასტუმრო რედისონში, კონფერენციას მართავენ. შეხვედრას არასამთავრობოებიც ესწრებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2017 12:44