გივი მაჩაიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 29 ივნისს შევიდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით, დღეს მოხდება.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ მოატყუა როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება
შემდეგი სტატია“თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?“