თამაზ მეჭიაური: პირველ ტურში, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ

პირველ ტურში, დიდი ალბათობით მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, თუნდაც იმიტომ რომ სახელისუფლებო რესურსი გარკვეულწილად მათ მიეხმარება, სულ რომ კანონის ფარგლებში ჩატარდეს ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს პარტიების მხრიდან 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობებზე საუბრისას განუცხადა.

თამაზ მეჭიაურის შეფასებით, 50%-იანი ბარიერის შემოღება მხოლოდ ამ ხელისუფლებამ გაბედა და ეს ძალიან მაღალი ბარიერია. დეპუტატის თქმით, რა თქმა უნდა, პირველ ტურში დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს არ იქნება პირველი ადგილი, რადგან პირველ ადგილზე გასული კანდიდატის პროცენტული მაჩვენებელი 50%-ზე მეტი არ იქნება.

”იმ შემთხვევაში როცა არჩევნები სამართლიანად ტარდება და ამ არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მონაწილეობს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ერთ ბლოკად აღარ გამოვა მმართველი ხელისუფლება და უკვე 5-6 კანდიდატი მხოლოდ მათ ეყოლებათ, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატები, მე მგონია, რომ ხმები ძალიან გაიყოფა და პირველ ტურში ძალიან იშვიათად, რომ სადმე დამთავრდეს არჩევნები. ეს არ მიანიშნებს რომელიმე პარტიის სისუსტეზე, პირიქით უფრო მართვის სიძლიერეზე მიანიშნებს, რომ დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები. 50%-ზე მეტიანი გამარჯვება იქნება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში” პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და შანტაჟისათვის გამოყენება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო