პრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქვეყნის პირველ პირთან ერთად, 12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: პირველ ტურში, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადამოსვენებულ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ