” პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და შანტაჟისათვის გამოყენება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო განხორციელებული.

თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებს ეხებოდა.

”სააკაშვილის განცხადებას არ გავცნობივარ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მათზეც ვრცელდება, მაგრამ ჩემი პირადი აზრია 99%-ზე მეტი ალბათობით, ყოველივე რაც ხდებოდა, ფარული ჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება, ეს იყო მის მიერ დაგეგმილიც და განხორციელებულიც. მე სულაც არ მგონია, რომ ვაჟა ლილუაშვილი იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამას გეგმავდა და აწარმოებდა”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“მე არ ვიცი, დაგვხვდები თუ არა მომდევნო არჩევნების შემდეგ”- დავით უსუფაშვილი მარგველაშვილს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: პირველ ტურში, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ