თამაზ მეჭიაური: მე საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ

უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას მმართველმა გუნდა თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურა შესთავაზა.
როგორც მეჭიაურმა განაცხადა, მედიით გავრცელებული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არასწორია.

„მე საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამობაშია ჩემთან ის რაიონი, რომელიც მე მიწერია. როგორც ვიცი წერია, რომ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ვიქნები. ორჯერ ვარ ნამყოფი სულ თეთრწყაროში. შეიძლება ვიღაცასთან არის მონახაზი ასეთი. მე რაც იცი, ბოლო შეხვედრაზე ითქვა, რომ თითიეული მაჟორიტარი დეპუტატის შერჩევა ინდივიდუალურად მოხდებოდა“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

როგორც ირკვევა „ქართულ ოცნებას“ ინტერფრაქციულ ჯგუფთან კონსულტაციების კვალდაკვალ მზად აქვს მაჟორიტარი კანდიდატების არასრული სია.

banner
წინა სტატიაშიელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაპუტინი: თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ტერორისტებთან ნაყიდი ნავთობის უსაფრთხოებისთვის ჩამოაგდო