პუტინი: თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ტერორისტებთან ნაყიდი ნავთობის უსაფრთხოებისთვის ჩამოაგდო

პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლების გეგმა დაამტკიცა

თურქეთის გადაწყვეტილება, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავდა უსაფრთხო არხის ქონას კონტრაბანდული ნავთობისთვის, რომელსაც თურქეთი ჯიჰადისტური ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა.
როგორც პუტინმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, “მოსკოვს დამატებითი მონაცემები გააჩნია, რომლითაც მტკიცდება, რომ ნავთობის მოპოვების ადგილიდან, რომელსაც ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები აკონტროლებენ, თურქეთი დიდი ოდენობით, სამეწარმეო მასშტაბით იღებს ნავთობს”.
პუტინმა ადრეც დაადანაშაულა თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში.
მან რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდებას “დიდი შეცდომა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: მე საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ
შემდეგი სტატია“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა