ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება.

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და კოლოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ღოღობერიძის, ჟორდანიას და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალას, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის და ფოსტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: რუსეთი არ დაიწყებს თურქეთის და ისლამური სახელმწიფოს კავშირის დამტკიცებას
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: მე საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ