თამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 14 ივლისს, თამარ მეფის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება.

თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ ტრაგედია მაშველ რგოლად გამოიყენონ”-მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ბოლო ოთხ კვირაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან