ამირან გამყრელიძე – ბოლო ოთხ კვირაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსი ჯამში სატვირთო ავტომობილების 63 მძღოლს აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, ეს ციფრი საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ქვეყანაში ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი.

„მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გაზრდილია ტესტირება. საზღვარზე შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტი აქვთ ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა მოწმდება „პისიარ“ ტესტით. 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ბოლო 4 კვირის განმავლობაში

ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდეგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა. 63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0.2 პროცენტის ფარგლებშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
შემდეგი სტატიაფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს