“კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ ტრაგედია მაშველ რგოლად გამოიყენონ”-მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაცხადა, რომ ტელევიზიების ნაწილი „ალტერნატიული გამოძიებით“ ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

„ჩვენ გვაქვს გამოძიების ორი მხარე და ალტერნატიული გამოძება, როგორც გამონაკლისი, შემოგვთავაზა კონკრეტული პარტიული ტელევიზიების დიდმა ნაწილმა. ერთი მხრივ, გამოძიება მიდის ინტენსიურად და მისი ერთადერთი ინტერესია ყველა დეტალთან დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგეს და იცოდეს ყველა მოქალაქემ და პირველ რიგში, გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახის წევრებმა, რა უძღოდა ამ ტრაგედიას წინ და რა იყო მისი მიზეზი.

მეორე ალტერნატიული ე.წ. გამოძიება პარტიული ტელევიზიების ნაწარმოები, მუშაობს სხვა მიმართულებით, რომ ხალხი აღაშფოთოს, მას ალტერნატიული „სიმართლე“ შეაპაროს. ტყუილების შეპარებით ცდილობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, მე ასე მოვიაზრებ, რომ მაშველ რგოლად გამოიყენონ ეს უდიდესი ტრაგედია“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ომბუდსმენის კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატიათამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება