თამარ კეკენაძე : ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა

,,ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა, კოვიდ სიტუაციის მომიზეზებით”- ასე ემხაურება პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლას და მოუწოდებს ხელისუფლებას ყველა მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოს ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

,,რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო მექნიზმის კიდევ უფრო გააქტიურება და ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური პროაქტიური ინფორმირება.

ამ რეალობაში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა, კოვიდ სიტუაციის მომიზეზებით. უფრო მეტიც, აფხაზეთში ეპიდ მდგომარეობის გაუარესებამ, ოკუპაციის პირობებში, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილორივი მოსახლეობა, ძალიან ბევრი კრიტიკული გამოწვევის წინაშე დააყენა.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა მექანიზმის გამოყენებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით, უზრუნველყოს ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება”, – ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : სამედიცინო ინფრასტრუქტურა დღეს არის სრულად მზად, რათა მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ – არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი