გიორგი გახარია – წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ – არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი

წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ – არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლოში და ამ წესების დაცვის დისციპლინა არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.

„ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვაფიქსირებთ, რომ ვიმყოფებით ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, რაც ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად – სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე, როგორც კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში – ბიზნესმა.

მთავარი არის ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა ხდებოდეს გარკვეული წესებით და ეს წესები ძალიან მარტივია შესასრულებლად. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ – არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, პოლიტიკური პროცესი და ამისთვის გვჭირდება წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლოში და ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად, ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას. აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე : ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა
შემდეგი სტატიაკორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება