გიორგი გახარია : სამედიცინო ინფრასტრუქტურა დღეს არის სრულად მზად, რათა მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს

დღეს ქვეყანაში სამედიცინო სისტემის ინფრასტრუქტურა არის სრულად მზად, რათა კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით პროცესი სრულად მართვადია.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამედიცინო სისტემა მთლიანად არის მზად, რომ მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს სწორად. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფი, ამისთვის უკვე შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფიც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს“, – აღნიშნა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე : ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა