თამარ გაბუნია – ქვეყნის მასშტაბით, 1 664 თავისუფალი საწოლია, ეს მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს

ქვეყნის მასშტაბით, 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი ნიშანია და მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო,

„1 800 დღის განმავლობაში, თუმცა ტესტების რაოდენობა იყო 13 000. ბოლო ორი დღე 13 000-დან 14 000-მდ მერყეობს, საყურადღებოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც მიანიშნებს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. მნიშვნელოვანია, ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან ყველა შემთხვევა, რომელიც ინფიცირებულია, გამოვლინდეს დროულად და მოხდეს მისი იზოლირება. ამდენად თხოვნა მექნება ყველასთან, თუ ოდნავ მაინც თავს შეუძლოდ გრძნობს ადამიანი, მნიშვნელოვანია, რომ მივიდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, 200-ზე მეტი ადგილია და ვიცით ყველამ, სად არის ეს ადგილები, ჩაიტაროს ტესტირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო განწყობაა და ყველა ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას, მაინც კარგი იქნება, ყურადღება მივაქციოთ თუნდაც სიცხის მომატებას ან ხველის სიმპტომებს, რომ არ შესუსტდეს ტესტირების ინტენსივობა და ეს 20 000 სამიზნე, რომელიც გვქონდა მივაღწიოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ საავადმყოფოებში საწოლების დატვირთულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება.

„დილის მდგომარეობით, კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. გარკვეულად თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება, აჭარაში მაგალითად 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო გუშინდელი დღის მდგომარეობით, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც რა თქმა უნდა, კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, მძიმე შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნამ სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაირა
შემდეგი სტატიაკულტურის სფეროს წარმომადგენლების საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა