ნათია თურნავა – დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნამ სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაირა

დღევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნამ სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაირა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ სავაჭრო ობიექტების გახსნის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ არასასურსათო ვაჭრობის სექტორმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

„იცით, რომ მოხდა რეგულაციების შემსუბუქება არასასურსათო ვაჭრობის სექტორისთვის და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს მოლებმა, მაღაზიებმა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც ვაჯამებთ გუშინდელი დღის სტატისტიკას, ისეთი სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაირა ამ დღემ და ამისთვის მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას.

ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს, ჩვენი მაკონტროლებელი სტრუქტურებით, რადგან შემდგომშიც ეს წინასაახალწლო დღეები დატვირთულია ზოგადად, უფრო მაღალი მოთხოვნა არის, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და ჩვენ დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მომხმარებლების მაღაზიებზე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით შაბათ-კვირას კვლავაც დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა, როგორც მომხმარებელმა, ასევე მაღაზიებმა გააგრძელონ მკაცრი კონტროლი. ხოლო ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი.

მთლიანობაში, ვითარება ნორმალურია. ეს ჩვენ გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ ასევე დიდი პასუხისმგებლობით ჩვენ გავატარებთ მთლიანად ამ წინასაახალწლო პერიოდს, რომელიც გარკვეული გეგმაზომიერი შემსუბუქებით აღინიშნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ქვეყნის მასშტაბით, 1 664 თავისუფალი საწოლია, ეს მიუთითებს, რომ მძიმე შემთხვევები, რომლებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს