თამარ გაბუნია – აჭარაში სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა ვნახოთ, როგორია შეზღუდვების ეფექტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კიდევ ერთი კვირაა საჭირო, რათა გამოჩნდეს, რა შედეგები მოიტანა აჭარაში დაწესებულმა შეზღუდვებმა. გაბუნიას თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

„ყველა შეზღუდვიდან ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ შეზღუდვის ეფექტი გამოიკვეთოს. ერთი კვირა გავიდა, სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები უკვე არის, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა დავინახოთ, რამდენად ეფექტიანია ეს შეზღუდვები. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოლოდინი გვაქვს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა ქვემოთ უნდა წამოვიდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარაში შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიგახარია აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიამარნეულის ინციდენტისას დაშავებულ ერთ პირს ტვინის შერყევა, ხოლო მეორეს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება