მარნეულის ინციდენტისას დაშავებულ ერთ პირს ტვინის შერყევა, ხოლო მეორეს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება

მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული ორი პირი ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში მკურნალობს.

კლინიკის ნევროლოგის, მანანა ნოდიას განცხადებით, ერთ მათგანს ტვინის შერყევა, ხოლო მეორეს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

„გუშინ საღამოს ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთს აქვს თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაციები სახეზე, სხვა დაზიანებები არ აქვს. მამამისს კი აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჰაიმორის ძვლის მოტეხილობა მცირე ზომით, ამ ეტაპზე არ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. მას გონება ჰქონდა დაკარგული და არ ახოვს ტრამვის შემდგომი გარკვეული პერიოდი. აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანება“, – განაცხადა მანანა ნოდიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – აჭარაში სტაბილიზაციის ნიშნები უკვე გამოიკვეთა, კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა ვნახოთ, როგორია შეზღუდვების ეფექტი
შემდეგი სტატიაბაქრაძე მარნეულზე: ეს არის ასლან აბაშიძის გზა