თამარ ჩუგოშვილი : როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც

მიხეილ სააკაშვილის საქმე – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევე უნდა წარიმართოს, როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა:

“ვიტყვი იგივეს, რასაც ვამბობდი ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე პირადად თავს შევიკავებ. როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც”- განაცადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების უკანონოდ ფუნქციონირების ხუთი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ჯერ არ არის მზად იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად