ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ჯერ არ არის მზად იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად

ევროკავშირი ჯერ არ არის მზად იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბინიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე,- იუწყება ბრიტანული კორპორაცია “BBC”.
მოგერინის თქმით, ევროკავშირი იერუსალიმს ხედავს, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს – ისრაელის და პალესტინის. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება მას შემდეგ, რაც პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც
შემდეგი სტატიაირაკლი მექვაბიშვილი: თბილისის მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს