საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატების უკანონოდ ფუნქციონირების ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილებში – მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისათვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ცხრა ერთეული სათამაშო აპარატი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიიან კელი სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც