თამარ ჩუგოშვილი – ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს

ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის შესახებ შეხვედრა იმას ემსახურება, რომ საკითხზე განსახვავებული პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს და დაახლოება მოხდეს.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა დოზების გადახედვას და ამ საკითხზე მსჯელობას ეხება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საკითხია, რომელზეც ნამდვილად არის განსხვავებული პოზიციები. ჩემი პოზიცია არის ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული ნამდვილად არ აღმოჩენილა. ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, რომელიც ერთი მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და მეორე მხრივ, მათ მიმართ სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ დაგვჭირდება ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა იმისთვის, რომ ყველა ტექნიკური დეტალი განვიხილოთ და პოზიციები დავაახლოვოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი” – იან კელი
შემდეგი სტატიაიან კელი – ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება