“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი” – იან კელი

ტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო,

შეერთებული შტატების სახელით, იან კელიმ საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოში აშშ-ის ელჩის შეფასებით, ამერიკა რჩება ბუქარესტის სამიტის ერთგული და განაგრძობს საქართველოს დახმარებას, ვიდრე ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობას მიიღებს.

„ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოში აგვისტოში ყოფნისას ზუსტად ეს დააფიქსირა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის ამისთვის საჭირო,“- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ალიანსის 29 წევრი ქვეყანა მიიღებს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს