იან კელი – ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება

იან კელი

ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი იქნება დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს და მიაჩნია, რომ ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

”მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველის ოფისი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას“, – განაცხადა იან კელიმ.

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამისილება დეკემბერში ეწურება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – ლარი აუცილებლად დასტაბილურდება