თამარ ჩხეიძე: ხელისუფლებას სურს გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი უმძლავრესი ინფორმაციის და თავისუფალი სიტყვის წყარო!!!

საზოგადოების სრული კონტროლისთვის ბრძოლაში ხელისუფლებას (დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ყველგან, სადაც ხელისუფლებას ვახსენებთ, იგულისხმება ივანიშვილი}ამჟამად რამდენიმე მთავარი ობიექტი ყავს სამიზნედ – საქართველოს ეკლესია პატრიარქით, რუსთავი 2 და პრეზიდენტი. ხელისუფლების მიზანდასახულობა მედიის სრული გაკონტროლებისკენ იმდენად დაჟინებულია, რომ იგი რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებას არც დალოდებია, პარალელურად აძლიერებს სხვა ტელევიზიების სრული სოვეტიზაციის პროგრამას.უშუალოდ დღეს რუსთავ ორზე შეტევის გადამწყვეტი ფაზა იწყება.
ჭეშმარიტება, რის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, ელემენტალური და ერთმნიშვნელოვანია.არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სინამდვილეში რა პოლიტიკური ძალისკენ იხრება, თუ რა პოლიტიკური ძალის ინტერესებს გამოხატავს რუსთავი2, გვაქვს ჩვენ სიმპატიები თუ ანტიპატია ნაციონალების მმართველობის ცნობილი 9 წლის მიმართ , აქ მთავარია, რომ ხელისუფლებას სურს გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი უმძლავრესი ინფორმაციის და თავისუფალი სიტყვის წყარო!!!ეს არაა მხოლოდ ოლიგარქის ხუშტური და ავტორიტარული მისწრაფების გამოხატულება( თუმც რა თქმა უნდა, ესეცაა),ამ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო სერიოზულადაა – მას ხელისუფლებაში მომყვანი და ქვეყნის ოკუპანტი, მსოფლიოში მეტისმეტად გათავხედებული რუსი დამპყრობელი აშანტაჟებს და დაჟინებით აჩქარებს, რომ უფრო გაბედულად გადადგას ,თანდათან უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული( საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიწების ოკუპაციის საკითხის მიჩუმათება-დღის წესრიგიდან მოხსნა,აფხაზეთის რკინიგზა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ა.შ კიდევ უფრო სასიცოცხლო) ნაბიჯები “ახალი რეალობის” დაკანონებისთვის.ყოველივე ამაში და სხვა მრავალ ანტისახელმწიფოებრივ, უკანონო ქმედებაში თავისუფალი სიტყვა ძლიერ ხელისშემშლელია და მოსპობას ექვემდებარება!!!.
ასე რომ საკითხი მეტისმეტად სასიცოცხლოა, საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირებულებას წარმოადგენს და ზეპოლიტიკური ხასიათისაა.რაც მეტი მოქალაქე გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის-აცხადებს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიხალვაშის ადვოკატი რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება
შემდეგი სტატიაუზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა