უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად დაგეგმილ აქციამდე ცოტა ხნით ადრე უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა. შენობასთან ცოტა ხნის წინ პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.
სამართალდამცველები შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას 9 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო 11:00 საათზე გამართავს, 12:30-დან კი რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყება, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: ხელისუფლებას სურს გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი უმძლავრესი ინფორმაციის და თავისუფალი სიტყვის წყარო!!!
შემდეგი სტატიაპარტია “თავისუფალი დემოკრატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს