ხალვაშის ადვოკატი რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი უზენაესი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება. პაატა სალია მიზეზად მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს ასახელებს. ადვოკატი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა განიხილოს საქმე ალავიძემ, ქათამაძემ და გასიტაშვილმა, თუმცა გაუგებრად მიაჩნია რუსთავი 2-ის არგუმენტები ორ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით.

„მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღეში გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ჯერ სასამართლომ უნდა დაიწყოს მსჯელობა აცილების შესახებ შუამდგომლობებზე. ჩვენმა მხარემ დააყენა იმ მოსამართლეების აცილება, ვისზეც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მიკერძოებულნი არიან. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ორ მოსამართლეს, რომელზეც საუბრობს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, იკვეთებოდა გარკვეული მონაწილეობა. ერთ-ერთ მონაწილეობა, რომ ის იყო ქართუ ჯგუფის იურისტი, თუმცა ქართუ ჯგუფის იურისტი რა კავშირშია ქიბარ ხალვაშის წარდგენილ სარჩელთან კიდევ ცალკე საგანია და მე ვფიქრობ პირდაპირი კავშირი ამას საქმესთან არ აქვს,“-განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიუზენაეს სასმართლოს დიდმა პალატამ შეკრება დაიწყო – “რუსთავი 2” გადაწყვეტილების მოლოდინში
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: ხელისუფლებას სურს გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი უმძლავრესი ინფორმაციის და თავისუფალი სიტყვის წყარო!!!