“თალიბანი” ავღანეთში ტერაქტისთვის 12 წლის ბიჭის გამოყენებას ცდილობდა

9ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ძალოვანებმა სტადიონზე აღკვეთეს ტერაქტი, რომელიც 12 წლის ბიჭს უნდა მოეწყო – სააგენტო Khaama ქვეყნის უშიშროების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ კალაი ნაუს სტადიონის შესასვლელთან უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს ბავშვი, რომლის სხეულზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო მიმაგრებული.
ბომბი “თალიბანის” წევრ აბდულ აზიზს უნდა გაეაქტიურებინა დისტანციური პულტით, თამაშის დაწყებისას – წერს Khaama.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის მეტროს ორ სადგურზე მაღალი ტემპერატურის გამო წყალი დაარიგეს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის ფაქტს უარყოფს