მთავრობის ადმინისტრაცია დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის ფაქტს უარყოფს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

დავით ბაქრაძე არის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და იგი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ამჟამინდელ თანამდებობაზე”,- აღნიშნულია მტავრობის ამდინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“თალიბანი” ავღანეთში ტერაქტისთვის 12 წლის ბიჭის გამოყენებას ცდილობდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ