“თაიმერის” ექსკლუზივი – „სისხლიანი ხელები გაქვთ“ – შვედ-ქართველი მომღერლის ემოციური კლიპი აფხაზეთისა და უკრაინის ომებზე (ვიდეო)

„სისხლიანი ხელები გაქვთ“ – ასე ჰქვია შვედ-ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის, სადინა ჭანტურიას ახალი სიმღერას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. სიმღერა, როგორც საბინა ამბობს, რამდენიმე წლის წინ დაწერა და მისი ინსპირაცია აფხაზეთის ომი გახდა.

„1990-იანი წლებში, აფხაზეთში მიმდინარე ომს პირდაპირი გავლენა ჰქონდა ჩემ ქართულ ოჯახზე. ამ სიმღერის შექმნაზე ასევე, იმოქმედა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმაც, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. სიმღერაში აღწერილია ადამიანების ტანჯვა, ომისა და კონფლიქტების ის უმაღლესი საფასური, რომელსაც უბრალო მოქალაქეები იხდიან. კომპოზიცია ასევე, ეძღვნება ომამდელი მოგონებების ჩვენს გონებაში გაცოცხლებას. გადმოცემულია ემოცია, თუ რას ნიშნავს, დრო გადიოდეს და ცხოვრობდე ღია ჭრილობებით, გენატრებოდეს და გსურდეს დაბრუნდე ადგილებში, რომლებიც ახლა მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობენ. სიმღერა არის იმედზეც, უკან დაბრუნების იმედზე, იმ მიწაზე დაბრუნების იმედზე, რომელსაც ადრე სახლი ერქვა,“ – ამბობს საბინა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაბათუმში გარე განათების ბოძზე შეხებისას, მცირეწლოვანს დენმა დაარტყა