ბათუმში გარე განათების ბოძზე შეხებისას, მცირეწლოვანს დენმა დაარტყა

ბათუმში გვიან ღამით მცირეწლოვანს დენმა დაარტყა – ინფორმაციას ამის შესახებ TV25 ავრცელებს. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობებით, ბავშვი გარე განათების ბოძს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა.

თვითმხილველების თქმით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” ექსკლუზივი – „სისხლიანი ხელები გაქვთ“ – შვედ-ქართველი მომღერლის ემოციური კლიპი აფხაზეთისა და უკრაინის ომებზე (ვიდეო)
შემდეგი სტატია„გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი – არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს