ოკუპანტები ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს – უკრაინის გენშტაბი

დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე, რუსი დამპყრობლები უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.

„დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის 500-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა.

უკრაინის კულტურის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებით, მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის კულტურული დაწესებულებების, ეკლესიების, მეჩეთების, თეატრების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სერიოზულ განადგურებას იწვევს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც კი განადგურების საფრთხის ქვეშაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარადაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატია“თაიმერის” ექსკლუზივი – „სისხლიანი ხელები გაქვთ“ – შვედ-ქართველი მომღერლის ემოციური კლიპი აფხაზეთისა და უკრაინის ომებზე (ვიდეო)