„თაიმერის“ ექსკლუზივი – შალვა ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2016 22:52

„თაიმერის“ ექსკლუზივი – შალვა ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

shalvaრა ფარული სცენარი მუშავდება და ვის გაწირვას აპირებს „ოცნება“

 

კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით, „თაიმერისთვის“ მორიგი საარჩევნო ინფორმაცია გახდა ცნობილი, თუმცა ამჯერად საქმე მმართველ კი არა, ოპოზიციურ პარტიას ეხება. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც პოლიტიკური ძალები პარტიული და მაჟორიტარული სიებით წარდაგნენ, რატომღაც გასაიდუმლოებულია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს. შესაბამისად, მედიას ინფორმაცის მოპოვება კულუარებში უწევს. ისე, „გასაიდუმლოების“ მიზეზი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ერთი სიტყვით, ამჯერად „თაიმერს“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კენჭს დუშეთის რაიონში იყრის მაჟორიტარად. ამ ინფორმაციაში მოულოდნელი არაფერია, რადგან ჯერ ერთი, შალვა ნათელაშვილი, დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთიდან არის და რა გასაკვირია, რომ მშობლიური რაიონის ინტერესების დაცვა უნდა საკანონმდებლო ორგანოში.სხვათა შორის, წლევანდელ არჩევნებში დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი ერთი მაჟორიტარული ოლქია. თუ მოსახლეობას დავუჯერებთ, მთის ყველა კუთხეს მხოლოდ ნათელაშვილი გაეერთიანებს. შესაბამისად, მთაში ხმებს, ალბათ, მხოლოდ შალვა ნათელაშვილი აიღებს.

 

მეორეც, ნათელაშვილი დუშეთის რაიონის მაჟორიტარი ძალიან ადრე, 90-იანი წლებში ზედიზედ  ორჯერ იყო . მას მერე რაიონის მაჟორიტარობა კიდევ არაერთხელ სცადა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მიზანს ვერ მიაღია. „ლეიბორისტები“ აცხადებენ, რომ 1999 წლიდან მოყლებული, ხმებს მარტო „მოქალაქეთა კავშირი“ კი არა, „ნაციონალური მოძრაობაც“ პარავდა. თუ წელს ნათელაშვილი მაჟორიტარულ არჩევნებს ისევ წააგებს, ალბათ, იტყვის, რომ ამჯერად ხმები „ოცნებამ“ მოპარა და ეს არც უნდა გაგკვირდეს, რადგან შალვა ნათელაშვილი „ოცნებასთან“ და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან ანტაგონისტურად არის განწყობილი.

სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, „ოცნებიდან“ დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი შესაძლოა, რაიონის მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ტრიპოლკსი იყოს. ზოგადად, ტრიპოლსკი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ არენაზე აქტიურად არ ჩანს, ამბობენ, რომ ის ივანიშვილის კარზე დიდი გავლენით სარგებლობს – მისი და მილიარდერის მეგობრობა ათეულ წელს ითვლის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტრიპოლსკი ე. წ. პირველი „მე-9 არხის“ ხელმძღვანელი იყო. 2011 წელს კი, როცა პოლიტიკაში შემოვიდა, ტრიპოლსკი ივანიშვლის პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა.

„თაიმერის“ წყაროს თქმით, ირაკლი ტრიპოლსკის „ოცნებამ“ შესთავაზა, რომ მას კენჭი ისევ მაჟორიტარად ეყარა, მაგრამ ტრიპოლსკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა და პროპორციულ სიაში ჩასმა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ისე, თუ ნათელაშვლის კონკურენტი ტრიპოლსკი იქნებოდა, არჩევნების ბედი, ალბათ, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, თუმცა არც იმას გამორიცხავენ „თაიმერის“ კონფიდენციალური წყაროები, რომ 8 ოქტომბერს ნათელაშვილმა გამარჯვება იზეიმოს.

„ყურადღება, ალბათ, მიაქციეთ, რომ „ოცნებამ“ შიდა კველევები გამოაქვეყნა, მაგრამ მხოლოდ ორ პარტიაზე, ანუ თავს თავზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა, დანარჩენი პოლიტკური ძალების რეიტინგი არ გაასაჯაროვა. როგორც მე ვიცი, ასეთი სცენარი მუშავდება და ამაზე ადრეც გითხარით, რომ არჩევნებში ბარიერს აუცილებლად გადალახავს „ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“  და ერთ-ერთი პრორუსული ორიენტაციის პარტია ან საარჩევო ბლოკი, თუმცა ამასთან ერთად, იმაზეც მიდის ლაპარაკი, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბარიერი ხომ არ გადაალახინონ „ლეიბორისტულ პარტიას“. თუ „ლეიბორისტების“ პარლამენტში შეყვანა გადაწყდა, მაშინ ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარი, ალბათ, გახდება, რაც ავტომატყურად იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატი წააგებს. ზოგადად, ყური მოვკარი, რომ იმ ხალხს, ვისი ჩამოცილებაც უნდა, „ოცნება“ სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარად წარადგენს. ერთ-ერთი ასეთი სავარაუდო განწირული, როგორც მე მითხრეს, ზაქარია ქუცნაშვილია, თუმცა თავს ვერაფერზე დავდებ, რადგან ე. წ. კონსუტაციები ისევ გრძელდება და ყოველ წუთს რაღაც იცვლება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ინფორმატორი.

ბერდია კალანდია   

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2016 22:52