გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს და ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

margსაქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO -ს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს და ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დამკვირვებლების მონიტორინგის მნიშვნელობას.
მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია
შემდეგი სტატია„თაიმერის“ ექსკლუზივი – შალვა ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს