ამერიკიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს

ამერიკიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს

ამერიკამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 17 ივნისს ქვეყნიდან გააძევა რუსეთის ორი ოფიციალური პირი. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი მას შემდეგ, რაც მოსკოვში, ამა წლის ივნისის თვეში ამერიკელ დიპლომატზე განხორციელდა თავდასხმა – იუწყება სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. კერძოდ, ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, თუმცა მან დეტალებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, ამა წლის ივნისში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი თავს დაესხა ამერიკელ დიპლომატს, რომელიც აპირებდა მოსკოვის ცენტრში მდებარე აშშ-ს საელჩოში შესვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელია, თავად დაესხა თავს პოლიციელს“.

banner
წინა სტატიაში„თაიმერის“ ექსკლუზივი – შალვა ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიადალასში პოლიციელების მოკვლის ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)