“თაიმერი” საზღვრისპირა სოფლიდან- წყოუშში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 12:23

“თაიმერი” საზღვრისპირა სოფლიდან- წყოუშში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

წალენჯიხის რაიონის საზღვრისპირა სოფელ წყოუშში საპარლამენტო არჩევნები ამ დროისათვის მშვიდად მიმდინარეობს. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი არ არის რუსი მესაზღვრეების მხრიდან, თუმცა გალიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეების აქტივობა საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის არ შეიჩნევა.

როგორც “თაიმერის” კორესპონდეტი იუწყება, არჩევნების ამ დროისათვის სოფელ წყოუშში ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

მისივე ცნობით სოფელში ფრანგი ჟურნალისტების ჯგუფი იმყოფება, რომელიც საზღვრისპირა სოფელში საარჩევნო პროცესს აშუქებს, ასევე გალიდან მოსახლოების გადმოსვლას აკვირდება.

14585749_1799500753668257_386353706_o

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 12:23

Google სტატისტიკა


6,406
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics