ივანიშვილი ხმის მიცემისთვის საკუთარ რიგს ელოდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

91d754fbfb038db0019e95147568c50e

ივანიშვილი ამ წუთებში ხმის მიცემისთვის საკუთარ რიგს ელოდება.

საარჩევნო უბანზე შესვლისას, ყოფილმა პრემიერმა რეპლიკით გამოხატა ის, რომ უბანზე ცოტა ხალხია.

„რატომ არ არის ხალხი?“ – იკითხა ივანიშვილმა.

ასევე, მან მიმართა ეგზითპოლების მწარმოებელ პირებსაც მიმართა – „თქვენ ეგზითპოლები ხართ?“

შესვლამდე ერთ-ერთმა ქალბატონმა ყოფილ პრემიერთან საკუთარ პრობლემაზე საუბარი ისურვა და ივანიშვილი დაპირდა, რომ ხმის მიცემის შემდეგ, მას გაესაუბრებოდა.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები არჩევნებს გორში აკვირდებიან
შემდეგი სტატია“თაიმერი” საზღვრისპირა სოფლიდან- წყოუშში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს