ცესკო-მ საარჩევნო პროცესის დროს მომხდარ დარღვევებზე განცხადება გააკეთა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე განცხადება გააკეთა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო.

ცესკო-ს ცნობით, ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი.

„იქ მისულ ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა ზუსტად 8 საათიდან განეხორციელებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან წილისყრით ფუნქციების გადანაწილების დროს, კომისიის ერთ-ერთ წევრს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო წილისყრის პროცესში, რამაც გამოიწვია შეფერხება, თუმცა მოგვიანებით მისი ქმედება გამოსწორდა. გარდა ამისა, ზუსტად იგივე უბანზე დამკვირვებელი აპროტესტებდა ლუქის ნომრის დაფიქსირებას და აღნიშნულის დაფიქსირებას შესაბამის ჟურნალში. 8 საათის ნაცვლად ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო”,- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, მიქელაძის განცხადებით, ფოთის 61-ე ოლქში მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა პროცედურები, ვინაიდან ჩაკეტილი კარის გამო, კომისიის წევრებმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს.

„საუბარია კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელებაზე, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს კომისიის შენობაში შესვლა. კარი ჩაიკეტა, სადაც იყო შენახული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მოყვანა, რომელმაც გახსნა საარჩევნო უბანი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დროულად განახორციელეს კენჭისყრისწინა პროცედურები და კენჭისყრის პროცესი დაიწყო ზუსტად 8:00 საათზე. გარდა ამისა, ბათუმის პირველ უბანზე წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ხელს უშლიდა. ამას ითხოვდა ასევე არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელი, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანზიაციების წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე გამოძახებული იყო პატრული, ასევე გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი’, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” საზღვრისპირა სოფლიდან- წყოუშში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ისტორიაში პირველად საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკაში გაიხსნა