“ტერიტორიის დაკარგვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულია”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცახდებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კარდინალური, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რის გამოც ქვეყანამ ტერიტორია დაკარგა.

 

“ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარდინალური, სტარტეგიული შეცდომა. მან უცნობი, შეიარაღებული, სრულიად უსაფუძვლო აქცია დაიწყო და შედეგად, დაკარგა ეს ტერიტორია. ეს მისი დანაშაულია”,- განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენობაში შესვლის საკითხი არ განიხილება.
“ჩვენ ასეთ კონტექსტში სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს არ განვიხილავთ. მან გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ასეთი რეფერენდუმის ჩატარება სურს. ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
banner
წინა სტატიაში,,უმჯობესია , წინ არ ვიხტუნაოთ”- პუტინი სავჩენკოს შესაძლო გაცვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს