,,უმჯობესია , წინ არ ვიხტუნაოთ”- პუტინი სავჩენკოს შესაძლო გაცვლაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი მფინავი ქალის ნადეჟდა სევჩენკოს საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მოსახლეობასთან გამართულ ტრადიციულ პირდაპირ ეთერში  პუტინმა განმარტა ის სავჩენოს გაცვლის საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა ოფიციალურ კიევთან.

„ამ საკითხზე ჩვენ უკრაინის მთავრობასთან კავშირში ვართ. ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენი პოზიცია კარგად იციან და ასეთ საკითხებში, უმჯობესია , წინ არ ვიხტუნაოთ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა განაცხადა, რომ  იგი ,,კარგ ამბებს ელოდება”.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციამ  22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში“თუ ხელფასს არ მოგვცემენ, ოფისს ცეცხლს წავუკიდებთ,” – მერიის კონტრაქტორი კომპანიის მუშების პროტესტი
შემდეგი სტატია“ტერიტორიის დაკარგვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულია”