„ტერაქტებმა პარიზში მხოლოდ ერთ ადამიანს – პუტინს და მის რეჟიმს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები“

„ტერაქტებმა პარიზში მხოლოდ ერთ ადამიანს - პუტინს და მის რეჟიმს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები“

„ტერაქტებმა პარიზში მხოლოდ ერთ ადამიანს - პუტინს და მის რეჟიმს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები““რუსეთის პრეზიდენტი ელოდა ტერაქტებს, რომლებიც მოხდა 13 ნოემბერს პარიზში” – განაცხადა ჩეჩენმა პოლიტიკოსმა ახმედ ზაკაევმა ოქსანა სოკოლოვასთან ინტერვიუში, უკრაინის ტელეარხზე ICTV.
„მე მაქვს ასპროცენტიანი მტკიცებულება, რომ „ისლამური სახელმწიფო“კონტროლდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ეს არის ერაყელი სამხედროების ნაწილი, რომლებიც მსახურობდნენ სადამ ჰუსეინთან. ისინი იყვნენ პუტინის და სუკის (КГБ) მოკავშირეები. და მეორე ნაწილი, ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელიც სუკმა შეაგზავნა, როგორც კი დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა. ეს არის გავლენიანი აგენტურა და მას აკონტროლებს რუსეთის სპეცსამსახურები“ – თქვა ზაკაევმა. მან ასევე დაამატა, რომ „პუტინი ელოდა იმას, რაც პარიზმი მოხდა“.
„ამ მოვლენებმა მხოლოდ ერთ ადამიანს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები და შედეგები – პუტინს და მის რეჟიმს, ამიტომ მიამიტურია იმის გაფიქრება, რომ რაც იქ მოხდა, შემთხვევითობა ან დამთხვევაა. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი რეჟისორი ჰყავდა “ – დააზუსტა ზაკაევმა.
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა 2006 წელს, ამჟამად აკონტროლებს სირიის, ერაყის და ლივიის ტერიტორიების ნაწილს. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში, პაკისტანში, ეგვიპტეში, იემენში, ნიგერიაში და აწყობენ ტერორისტულ აქტებს სხვა ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: მუქარის შემცველი სხვადასხვა ტიპის საეჭვო გზავნილების უკან დგას რუსეთი!
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას რეკომენდაციებით მიმართავს