ირინა სარიშვილი: მუქარის შემცველი სხვადასხვა ტიპის საეჭვო გზავნილების უკან დგას რუსეთი!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს“ნუ ავრცელებთ მუქარის შემცველი სხვადასხვა ტიპის საეჭვო გზავნილებს!
ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლავთ მიზანი, რომლის უკანაც არა ისლამი, არამედ რუსეთია!
არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი დაუდგენელი წარმომავლობის გზავნილების გავრცელების მიზანი იყოს:
1. პანიკის დათესვა;
2. ყურადღების გადატანა უფრო რეალური საფრთხის შემცველი პრობლემიდან სულ ახლო მომავალში;
 3. ამ გზავნილების გავრცელებით დასაბუთებული ფონის შექმნა მომავალი ტერაქტებისთვის, რომლის უკანაც სინამდვილეში არა ისლამი, არამედ რუსეთი და რუსეთის მარიონეტული მთავრობა იქნება!
ჩვენ დღეს ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ეს ძალიან რთულია, იმ პირობებში, როცა ქვეყანას ერთუჯრედიანი მარიონეტები მართავენ!
ასეთი ტიპის გზავნილების გაჩენა აშკარა პროვოკაციაა სწორედ იმ გათვლით რომ ისინი ჩვენივე ხელით გავრცელდება!“–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიილია გობაძე: ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს
შემდეგი სტატია„ტერაქტებმა პარიზში მხოლოდ ერთ ადამიანს – პუტინს და მის რეჟიმს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები“