ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიას რეკომენდაციებით მიმართავს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უცვლელი ფორმით ნუ გაავრცელებენ ტერორისტული შინაარსის მიმართვებს და ნუ შეუწყობენ ხელს ვიდეოს ავტორთა აზრების ტირაჟირებას.

ქარტიაში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება.

“23 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს ტერორისტული შინაარსის მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას. რამდენიმე მედიასაშუალებამ მიმართვები უცვლელად გაუშვა.

საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა თუ სხვა საფრთხის შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უცვლელი ფორმით ნუ გაავრცელებენ ტერორისტული შინაარსის მიმართვებს და ნუ შეუწყობენ ხელს ვიდეოს ავტორთა აზრების ტირაჟირებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს აძლევს რეკომენდაციას:

მოკლედ გადმოსცენ ტერორისტული ვიდეომიმართვის შინაარსი;
არ გამოაქვეყნონ ტერორისტთა მიმართვები უცვლელად, გადასცენ რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება;
არ გამოაქვეყნონ ვებგვერდის კონკრეტული ბმული, სადაც კადრები აიტვირთა;
თუ კადრები არ შეიცავს ძალადობის სცენებს, შესაძლებელია მათი გამოყენება გადაფარვის მიზნით, ხმის გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვან საინფორმაციო გვერდზე, “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა ქართულ ენაზე ახალი მიმართვა გაავრცელეს.

banner
წინა სტატიაში„ტერაქტებმა პარიზში მხოლოდ ერთ ადამიანს – პუტინს და მის რეჟიმს მოუტანა პოლიტიკური დივიდენტები“
შემდეგი სტატიაქართველების მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოში მონაწილე ოთხივე პირის ვინაობა ცნობილი ხდება