ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის 2-დან 16 მარტამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაითვალისწინებს რეკომენდაციას და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტიდან განახლდება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, საკარანტინო ზონაში ერთი პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე- საპატრიარქოსთან ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ