ამირან გამყრელიძე- საპატრიარქოსთან ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და კორონავირუსთან დაკავშირებით, ზოგადი რეკომენდაციებიც მიაწოდეს.

„საპატრიარქოსთან ჩვენ გვაქვს ხშირი კონტაქტი. ორი კვირის წინ, როდესაც უკვე მოიმატა ჩინეთის გარეთ შემთხვევების რაოდენობამ, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით და ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ მათთან. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს და ბევრად კომპეტენტურ ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე, მან ჩაატარა დაახლოებით ორ საათიანი შეხვედრა საპატრიარქოში თბილისში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან, საპატრიარქოს თანამშრობლებთან და კიდევ სხვებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები, მსგავსი შეხვედრა ერთ-ერთი მეუფის თხოვნით ასევე ერთ-ერთ ეპარქიაში გაიმართა, ასევე სხვაგან კიდევ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა
შემდეგი სტატიაBBC რჩევებს აძლევს მათ, ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და დიაგნოზის დადასტურებამდე სახლში რჩება