ბათუმში, საკარანტინო ზონაში ერთი პაციენტია მოთავსებული

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საკარანტინო ზონაში ერთი პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. 51 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში სარფის გამშვები პუნქტიდან შეიყვანეს. როგორც დავაზუსტეთ, იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც 22 თებევრლის შემდეგ იმყოფებოდა იტალიაში და საზღვარზე მოსვლისას სიცხე დაუფიქსირდა. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და სიცხე არ აქვს.აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბათუმში საკარანტინო ზონების მოსაწყობად ფართებს ეძებენ და ერთ-ერთ ადგილად რესპუბლიკური საავდმყოფოს ახალი შენობაც განიხილება.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა