ტექნიკის საწყობში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია-დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი

ტექნიკის საწყობში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი. ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკა “ლანცეტშია” გადაყვანილი.

თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

 

banner
წინა სტატიაშიექსპერტების თქმით, ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი Boeing 737 Max 8-ების კატასტროფა იდენტურია
შემდეგი სტატიაარც ერთ ინტერვიუს არ მივცემ ტვ ნადეჟდას