ექსპერტების თქმით, ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი Boeing 737 Max 8-ების კატასტროფა იდენტურია

“ბოინგის” ბორტზე არსებული “შავი ყუთის” ანალიზმა აჩვენა, რომ ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარი Boeing 737 Max 8-ების კატასტროფა იდენტურია – ამის შესახებ 17 მარტს ეთიოპიის ტრანსპორტის მინისტრმა დაგმავიტ მოგესმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
ანალიზი საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და გამოძიების ბიუროს ექსპერტებმა ჩაატარეს. მათი თქმით, საბორტო ჩანაწერები დაშავებული არ იყო, რამაც იმის საშუალება მისცა მათ, რომ მდგომარეობა დეტალურად შეესწავლათ. ამავე დროს, ჯერეჯრობით, არ ვრცელდება ანალიზის შესახებ სხვა ინფორმაცია. მთავრობა მოხსენების გამოქვეყნებას ერთ თვეში აპირებს – “დოიჩე ველე” წერს.
თვითმფრინავი Boeing 737 Max 8, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, 10 მარტს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. იგივე შემთხვევა მოხდა ინდონეზიაში, როცა 6 წუთის აფრენილი Boeing 737 Max 8 ჩამოვარდა. ყველა მგზავრი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“ბოინგი”, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, პრობლემების გამო ექსტრემალურად დაეშვა
შემდეგი სტატიატექნიკის საწყობში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია-დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი